LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარელ უილიამსს, ბრენდისა და კირკ ფრანკლინს ,,გრემის” სპეციალურ პრემიებს გადასცემენ

159
photo-collage.png (23)

მომავალი წლის ,,გრემის” კვირეულის ფარგლებში, 29 იანვარს, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის შავკანიანთა მუსიკის კოლექტივი სპეციალური პრემიების გადაცემის ცერემონიას გამართავს.

ცნობილი გახდა, რომ რიგით მე-4 დაჯილდოებაზე ,,გლობალური გავლენის ჯილდოს”, ფარელ უილიამსი მიიღებს.

სპეციალური პრემია, რომელიც პატივს იმ მხოლოდ შავკანიან არტისტებს მიაგებს, რომელთა გავლენაც მუსიკის საზღვრებს სცდება, 2022 წელს დაწესდა და პირველად, ჯონ ლეჯენდს მიენიჭა. ჯილდო 2023 წელს, Dr. Dre-ის სახელობის გახდა.

ამრიგად, დაწესებიდან ჯილდოს რეციპიენტებად: ჯონ ლეჯენდი, Dr. Dre, ლილ უეინი, მისი ელიოტი, სილვია რონი, ჯეი-ზი, მერაია ქერი, ლენი კრავიტცი და ალიშა ქისი იქცნენ.

საღამოზე ასევე ბრენდისა და კირკ ფრანკლინს დააჯილდოებენ. შემსრულებლებს მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თაობების შთაგონებისთვის, Music Icon Award მიენიჭებათ.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” 68-ე დაჯილდოება 2 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები