მაღაზია ”PARFOIS” მომხმარებელს სეზონურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლება 50% -ს შეადგენს და მასში შედის” საფულეები, ჩანთები, საათები და სხვადასხვა დიზაინის სამკაულები.
”ჩვენს მაღაზიაში შემოსული მომხმარებელი აუცილებლად მოიხიბლება ჩვენი სამკაულებით, რადგან ჩვენი პროდუქცია სილამაზითა და ორიგინალურობით გამოირჩევა”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მაღაზიაში არსებული პროდუქცია პორტუგალიიდან ჩამოდის, სურვილის შემთხვევაში მიაკითხეთ მაღაზიას შემდეგ მისამართებზე: ჭავჭავაძის N33, ”თბილისი მოლი” და ”ისთ პოინთში”.