LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასების შემსწავლელ პარლამენტის დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს – კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს

203
შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში 14 პირი იქნება, კვოტები კი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 7; „ხალხის ძალა“ – 3; „საქართველოსთვის – 3; ევროსოციალისტები“ – 1.

პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, დროებითი კომისიის კანდიდატებზე დროულად შეჯერდნენ.

საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

magti 5g