LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშინიანი: „აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს – სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს“

181
ფაშინიანი ყარაბაღზე

„აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა და თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან საომარი მოქმედებების დაწყებას მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო არ აპირებს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სამხედრო ქმედებებს საკონტაქტო ხაზის დარღვევის, პოზიციებისა და დასახლებების კონტროლის მიზნით ახორციელებს.

ამასთან, ქვეყნის საგარეო უწყებამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად, არაორაზროვანი ნაბიჯები გადადგან. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპული სამხედროს შესახებაც.

„აზერბაიჯანის ჯარებმა სტეფანაკერტის დაბომბვა დაიწყეს“ – სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან

ამავე წყაროების ცნობით, რუსეთმა, რომლის სამშვიდობოები ახლა არაღიარებულ რესპუბლიკაში იმყოფებიან და ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო აგრესიისგან უნდა დაეცვათ, გადაწყვიტა კონფლიქტში, არ ჩარეულიყო.

თავის მხრივ, ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან შემაძრწუნებელი ამბები მოდის. აზერბაიჯანის საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის ნამდვილი დიალოგის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში „ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“.

„მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება – იუდას ბედი შესაშურია“ – სიმონიანი ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას ეხმაურება

magti 5g