აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ჩინეთს უხანის ლაბორატორიის იმ თანამშრომლების სამედიცინო ჩანაწერების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაავადდნენ.
შტატების სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები 2019 წლის ნოემბერში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე, ერთი თვით ადრე სერიოზულად ავად გახდნენ.
„მსურს ვნახო სამი ადამიანის სამედიცინო ჩანაწერი, ცნობილია, რომ ისინი 2019 წელს დაავადნენ. მართლა დაავადნენ თუ ცნობილია, რითი დაავადნენ“? – კითხულობს ფაუჩი.
ვირუსის წარმოშობის საკითხი ამ დრომდე სადავოდ რჩება.
ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას კატეგორიულად უარყოფს.