მეორე დღეა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ
საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის დირექტორთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად, მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია“ – კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი
„ეკა ხვედელიძეს მივმართავთ, ჩვენთან მუშაობდა მამამისი – ფედია ხვედელიძე, ამ წუთში საფლავში ბრუნავს და კითხულობს – ჩემი სიძე რას აკეთებსო?“ – განაცხადა დღეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ექიმმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 15 თებერვალს ისაუბრა.
? ეკა ხვედელიძის მამა, რომელიც ჩვენთან მუშოაბდა, საფლავში ბრუნავს და კითხულობს ჩემი სიძე რას აკეთებსო
? პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 28 მარტი, 2023
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქცია გუშინაც გამართეს.
აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ