კანში, კრუაზეტის სანაპიროზე გამართულ ფეიერვერკის ფესტივალში მსოფლიოს მარავალი ქვეყანის გუნდი ღებულობს მონაწილეობას.
საღამოობით ქალაქის რესტორნები სტუმრებით ივსება, სანაპიროზე კი, პიროტექნიკის შოუები ეწყობა.
გუნდების პროგრამა 25 წუთს გრძელდება. Fire-Show-თვის მონაწილეები რამდენიმე თვე ემზადებოდნენ.
პოლონეთის გუნდის პროგრამას ”კანის გულში” ჰქვია, არგენტინამ კი, პროგრამა ”სიყვარულის შეფერილობა” მოამზადა.
გამოსვლებს კომპეტენტური და მკაცრი ჟიური აფასებს. ხმის მიცემა მაყურებელსაც შეუძლია ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.
ტექნიკური მხარის შეფასებისას ყურადღება ექცევა მის მუსიკალურ გაფორმებასაც ექცევა.
ოფიციალური პროგრამის შემდეგ, პუბლიკა სანაპიროზე საკუთარი პეტარდების შოუს აწყობს.
რამდენიმე დღეში ფესტივალზე საფრანგეთის გუნდი წარმსდგება პროგრამით ”საფრანგეთის შეხება”.
ჯერჯერობით ლიდერის პოზიციას პოლონეთის გუნდი ინარჩუნებს 687 ხმით.
მეორე ადგილზე აზერბეიჯანის გუნდია, მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთის.