LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქის“ მესენჯერში Apple Music-ის ინტეგრირება იგეგმება

65

„ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა მესენჯერში Apple Music-ის ინტეგრირებას გეგმავს. აღნიშნული ფუნქცია მალე ყველა მომხმარებლისტვის ხელმისაწვდომი გახდება. სიახლე საშუალებას მოგცემთ, მუსიკალური ნამუშევრები სასურველ ადამიანს გაუზიაროთ, ასევე შექმნათ ერთობლივი პლეილისტიც.

იმისათვის, რომ აღნიშნული სიახლით ისარგებლოთ, აუცილებელი იქნება სერვისის გამომწერი იყოთ, რათა სიმღერების სრული და არა 30 წამიანი მონაკვეთები გქონდეთ ხელმისაწვდომი.

მომხმარებლებს ურთიერთობა Apple Music-ის სპეციალური ბოტითაც შეეძლებათ, რომელსაც ისინი თავის კონტაქტებში დაამატებენ. გარკვეული ემოციით შეტყობინების გაგზავნის შემდეგ კი, ბოტი მომხმარებელს შესაბამისი განწყობის პლეილისტს შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები