LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში ახალი წესები ამოქმედდა

31

ჯერ კიდევ ივნისში დაანონსდა, რომ 2016-2017 წლების სეზონში ფეხბურთში ახალი წესები შევიდოდა.

გუშინ, ინგლისის პრემიერლიგა დაიწყო და დიდ ჩემპიონატებში რამდენიმე ახალი აკრძალვა უკვე შევიდა.
1. როდესაც ფეხბურთელი მოედანზე ტრავმას იღებდა და საჭირო ხდებოდა სამედიცინო ჩარევა, ამ დროს ტრავმირებული მოთამაშე ვალდებული იყო მოედანი დაეტოვებინა და მხოლოდ მსაჯის სასტვენის შემდეგ დაბრუნებულიყო. ახალი წესის თანახმად, ფეხბურთელი არ იქნება ვალდებული მოედანი დატოვოს და იმავე ადგილიდან შეძლებს თამაშის გაგრძელებას.

2. ფეხბურთელი, რომელიც შეცვლისას, მოედნის დატოვების დროს თამაშის წესებს დაარღვევს, ჯარიმა დაინიშნება. აქამდე მსგავს სიტუაციებში თამაში იქიდან ახლდებოდა, სადაც გაჩერებული იყო (მაგალითად: აუტის მოწოდებიდან, კუთხურიდან, თავისუფალი დარტყმიდან და ა.შ).

3. როდესაც წესებს დაარღვევს მთავარი მწვრთნელი, სათადარიგო სკამის ფეხბურთელი ან უკვე გაძევებული ფეხბურთელი, დაინიშნება ჯარიმა ან პენალტი. (მაგალითად, თუ მთავარი მწვრთნელი ან სათადარიგო სკამის ფეხბურთელი ისე გაღიზიანდა, რომ მოედანზე შევარდა, ამ შემთხვევაში დიდი ალბათბით პენალტი დაინიშნება).

4. საგოლე ეპიზოდში ბურთის ხელით შეხების მცდელობაც კი ყვითელი ბარათით დაისჯება (არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშე შეძლებს, თუ არა მიზნის განხორციელებას).

5. თამაშგარე მდგომარეობად ჩაითვლება ეპიზოდი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფეხბურთელს ფეხის 1% ან ცალი თითი ექნება თამაშგარე მდგომარეობაში (რა თქმა უნდა, ამის დაფიქსირება ურთულესი იქნება).

6. მსაჯს აქვს უფლება განსაჯოს ფეხბურთელები სტადიონზე მისვლიდან სტადიონის დატოვებამდე. აქამდე მსაჯის იურისდიქცია მხოლოდ მატჩის მიმდინარეობის დროს ვრცელდებოდა.

7. თუ ფეხბურთელი უხეშად დაარღვევს წესს, თუმცა თამაში გაგრძელდება იმ მიზეზით, რომ მეტოქეს კარგი საგოლე ეპიზოდი აქვს, ის დაიმახსოვრებს ამ მომენტს და მოთამაშეს გააძევებს. აქამდე მსგავს სიტუაციებში მხოლოდ ყვითელი ბარათი იყო. გახსოვთ ალბათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, როდესაც “ბარსელონა” “ბაიერნს” მასპინძლობდა. 90-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერმა იუხეშა სუარესის წინააღმდეგ, თუმცა შეტევა გაგრძელდა და ნეიმარმა გოლი გაიტანა. ამ სიტუაციაში შვაინშტაიგერი წითელ ბარათს მიიღებს.

8. მსაჯები ვალდებულები იყვნენ დამატებითი დროის დანიშვნის დროს მხოლოდ გოლები და ტრავმის გამო გასული დრო გაეთვალისწინებინათ. ახლა მათ შეეძლებათ ისიც გაითვალისწინონ, თუ რომელიმე გუნდს ძალით გაჰყავს დრო და გაცილებით მეტი დაამატონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები