ამ დღეებში, ატლანტაში, მე-16 ONE Musicfest გაიმართა. ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი – ლუდაკრისი იყო. რეპერი აუდიტორიის წინაშე მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან 25 წლის აღსანიშნავი პერფორმანსით წარდგა, რომელიც სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა.
კონცერტის ყველაზე გამორჩეულ მომენტად მასთან ერთად სცენაზე, ფერგის გამოჩენა იქცა. Black Eyed Peas-ის ექს წევრმა და ჰიპ ჰოპ არტისტმა 2007 წლის ერთობლივი ჰიტი – Glamorous შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ Glamorous ფერგის სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – The Dutchess მესამე სინგლია. სიმღერამ ბოლო დროს აქტუალობა კვლავ მას შემდეგ შეიძინა, რაც ჯეკ ჰარლოუმ მისი სემპლი 2022 წლის ტრეკში – First Class გამოიყენა. ამავე წლის MTV Video Music Awards-ზე ფერგი ამ უკანასკნელთან ერთად გამოვიდა.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 