LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფერი არ ედო სახეზე პრეზიდენტს, როცა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას აცხადებდა.. დამოუკიდებელი არ იყო“ – ირაკლი კობახიძე

159
Untitled design

„გვარამიას რა რესურსი აქვს, ამაზე დიდი წარმოდგენა მაინცდამაინც არ მაქვს. „გოუ გოუ ჟენიათი“ დაიწყო თავისი განახლებული პოლიტიკური კარიერა. „გოუ გოუ ჟენიამ“ რას უნდა მიაღწიოს პოლიტიკაში, საზოგადოება ამას ნახავს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტი გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი არ იყო, და ძალიან გაუჭირდა იმ ბრიფინგის ჩატარება, რომელზეც ეს გადაწყვეტილება გააჟღერა.

„არსებითი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“ – შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

„გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, მადლობა პრეზიდენტო გამბედაობისთვის“ – პარტნიორების გამოხმაურებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

„თვითონ არ სიამოვნებდა იმ გადაწყვეტილების გახმოვანება, რომელიც მიიღეს – არ მინდა ვთქვა „მიიღო“. მისთვის ადამიანურადაც მიუღებელი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება, როდესაც კონკრეტული ადამიანი რეზიდენტს გეძახის და პირდაპირ ბილწსიტყვაობს შენ მიმართ, ასეთი კაცის შეწყალების დროს ვერ გამოხვალ სხვანაირად. ფერი არ ედო სახეზე პრეზიდენტს, როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა. დამოუკიდებელი არ იყო ის ამ ქმედებაში, ეს ცხადია“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g