LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari 250 GTO რეკორდულ 44,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

121

Ferrari 250 GTO რეკორდულ 44,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილი იტალიური მარკის ყველაზე წარმატებული სარბოლო მოდელია. სუპერქარი 1962 წელსაა აწყობილი და Targa Florio–ს რბოლა მან ორჯერ მოიგო. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ იყო ის ფაქტი, რომ ლეგენდის მოპოვება ბევრ ავტომოყვარულს სურდა. საბოლოოდ კი მისი ახალი მფლობელი კლასიკური ავტომობილების ამერიკელი კოლექციონერი გახდა.

Ferrari 250 GTO თავდაპირველად სატესტო მოდელად ითვლებოდა, თუმცა მან ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ბრენდის გამორჩეულ შემოქმედებად იქცა. სპორტქარის ყოფილი მფლობელი რბოლებით იყო გატაცებული და ძალიან ბევრ ისტორიულ რალშიც მონაწილეობდა. მრავალი წლის განმავლობაში მან შეძლო და ავტომობილის ორიგინალური ძრავი, ტრანსმისია და უკანა ხიდი ხელუხლებლად შეინარჩუნა, რამაც Ferrari–ს ღირებულება კიდევ უფრო გაზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები