LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მა ყველაზე მძლავრი სერიული სუპერქარი წარადგინა

111
463815-849testarossa16x904

„ფერარი“ უშვებს ყველაზე მძლავრ სერიულ სუპერქარს – 849 Testarossa.

ექსტერიერის მხრივ, ის წარმოადგენს მოდიფიცირებულ SF90 Stradale. ავტომობილის გარეგნობა უფრო მინიმალისტური გახდა. დიზაინი შთაგონებულია 1970-იანი წლების პროტოტიპებით, გეომეტრიული ხაზების დამატებით.

მოდელი აღჭურვილია კლასიკური ორმაგი ტურბო V8 ძრავით და ელექტროძრავებით თითოეულ ღერძზე. ტურბინები ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე დამონტაჟებულა იტალიური მარკის მოდელებზე.

სიმძლავრე 1 050 ცხენის ძალაა, რაც 849-ს ყველაზე ძლიერ სერიულ Ferrari-ად აქცევს.

აცქარება 100 კმ/სთ-მდე 2.2 წამში ხდება. სპორტული ავტომობილი 200 კმ/სთ-ს 6.3 წამში აღწევს.

მაქსიმალური სიჩქარეა 330 კმ/სთ.

მოდელს შეუძლია მხოლოდ ელექტროენერგიით მუშაობა, თუმცა მისი გავლის დიაპაზონი 24 კმ-ია.

849 Testarossa-ს ინტერიერი მინიმალისტურია – არ არის ტრადიციული ინფორმაციულ-გასართობი ეკრანი; ყველა მართვის პანელი გადატანილია ციფრულ ინსტრუმენტების პანელზე. მგზავრს ასევე აქვს პატარა ეკრანი, რომლის გამოყენებაც, მაგალითად, მუსიკის შესაცვლელად არის შესაძლებელი.

ახალი მოდელის ფასი 470 000 დოლარიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები