ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი საქართველოშია.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დღეს, 7 ივნისს გაიმართება.
რიკერი თავდაპირველად მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
17:15 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება. დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.
სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები.
