დევიდ ფინჩერი კვენტინ ტარანტინოს ოსკაროსანი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ გაგრძელების გადასაღებად ემზადება.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სკოტ კაანი შეუერთდა „კლიფ ბუთის თავგადასავალის“ მსახიობებს ელიზაბეტ დებიკსა და ბრედ პიტს. დღეს კი ირკვევა, რომ ფილმში ასევე მიიღებს მონაწილეობას კარლა გუჯინო, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა როლს შეასრულებს ის. სცენარი ფილმისთვის „კლიფ ბუთის თავგადასავალი“ კვენტინ ტარანტინომ დაწერა, ხოლო რეჟისორად დევიდ ფინჩერი გვევლინება.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, კლიფ ბუთი, რიკ დალტონის ყოფილი კასკადიორი და დუბლიორი, ჰოლივუდის სტუდიებში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას იწყებს. გადაღებები უკვე დაწყებულია.
ფოტო/ვიდეო: ფილმის ჩვენებაზე გამოჩენილმა ბრედ პიტმა ფანები შოკში ჩააგდო
