კომპანია JKN Global Group, რომელიც სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის სამყაროს“ ორგანიზატორია, აცხადებს, რომ გაკოტრდა. ეს განცხადება კომპანიამ დაგეგმილ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გააჟღერა. გაირკვა, რომ კომპანიამ 12 მილიონიანი ვალის დაფარვა ვერ შეძლო. ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ პრობლემის მოგვარებას მიმდინარე წელს მოახერხებს.
აღნიშნული განცხადების მიუხედავად, ორგანიზატორები პირობას იძლევიან, რომ „მის სამყაროს“ ფინალური შოუ მაინც ჩატარდება. ფინალი 18 ნოემბერს სალვადორში გაიმართება, ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობას ორი ტრანსგენდერი მიიღებს.
„მის სამყაროს“ ტიტულის მფლობელი 21 წლის ინდოელი გოგონა გახდა