LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: 2023 წელს კაპიტალური პროექტები 6 მილიარდ ლარზე მეტით დაფინანსდება

69
Untitled design

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2023 წელს, კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება.

ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ დაფინანსების მიზანი ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესებაა.

მინისტრის თქმითვე, აღნიშნული დაფინანსებიდან 2 მილიარდ ლარზე მეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული.

◾ მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსება 1 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე იქნება;

◾ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან 420 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება;

◾ მუნიციპალური განვითარების ფონდი“ კი 340 მილიონ ლარზე მეტ პროექტებს განახორციელებს.

◾ საერთაშორისო პარტნიორებიდან თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტების დაფინანსება 170 მილიონ ლარამდეა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 730 მილიონ ლარამდე, საიდანაც 530 მილიონ ლარამდე არის შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1 მილიარდ 220 მილიონ ლარამდე, მათ შორის, რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მიიმართება 660 მლნ ლარზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი, თუმცა მონაკვეთების ნაწილი ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა.

სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი. გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე მიიმართება 40 მილიონი ლარი. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოყოფილია, 40 მილიონი ლარი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და გზის მშენებლობაზე მიიმართება 220 მილიონი ლარი. კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე გამოყოფილია 190 მლნ ლარამდე.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 530 მლნ ლარამდე. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 450 მილიონი ლარი. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გათვალისწინებულია 250 მილიონ ლარზე მეტი.

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებზე გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი. მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურაზე 50 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე:

ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი

რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია – ფინანსთა მინისტრი

“მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ჯერ პანდემიის, შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა” – ლაშა ხუციშვილი

“სახელფასო პოლიტიკას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია” – ხუციშვილი საჯარო და კერძო სექტორში ანაზღაურების თანაფარდობის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g