LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრო შსს-ს მანქანების განბაჟების გაიაფებაზე არ თანხმდება

102

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომობილების განბაჟების ახალ ცხრილთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან ვერ შეთანხმდა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “საგზაო მოძრაობის შესაxებ კანონში” შესატანი ცვლილებების განხილვისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

,,ჩვენი პოზიცია იყო, რომ მარცხენასაჭიანი მანქანების განბაჟება უფრო იაფი ყოფილიყო. პირველ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროსთან კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი ცხრილი განბაჟებას შეღავათიანს გახდის.

,,ვფიქრობთ, ეს იქნება ალტერნატივა იმპორტიორებისა და მოქალაქეებისთვის, რათა მათ იაფ რესურსზე წვდომა არ დაკარგონ”, – განმარტა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შსს ფიქრობს, რომ შეღავათიანი რეჟიმი უნდა დაინერგოს მოტოციკლეტების განბაჟებაზე, რაც კიდევ ერთი იაფი ალტერნატივა იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს მარცხენასაჭიანი მანქანების განბაჯების გაიაფებით მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დააბალანსოს და მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტიორებს სხვა ბაზრებიდან ავტომობილების  იმპორტის შესაძლებლობა მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g