LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური პრობლემების გამო ფრენსის ფორდ კოპოლამ F.P. Journe-ის უნიკალური საათი აუქციონზე 10.8 მილიონ დოლარად გაყიდა

178
1366x768_cmsv2_4bb3291b-049a-5afa-88bf-106175d04e4e-9575591

ჰოლივუდის ლეგენდა, რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ნიუ-იორკის აუქციონზე თავისი F.P. Journe FFC-ის საათი 10.8 მილიონ დოლარად გაყიდა. Euronews-ის ინფორმაციით, მსგავსი ლოტისთვის ეს ნამდვილად რეკორდული თანხაა.

პროტოტიპმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ყველა მოლოდინს, რადგან გასულ თვეში ის მხოლოდ მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ეკონომიკური პრობლემების გამო ამერიკელ რეჟისორს სასწრაფოდ სჭირდებოდა თანხა; საქმე ისაა, რომ მისი ბოლო ფილმი Megalopolis ფაქტობრივად ჩავარდა. 

F.P Journe FFC-ის გამორჩეული მოდელი სპეციალურად ლეგენდარული რეჟისორისთვის დამზადდა. იდეა კი 2012 წელს გაჩნდა, როცა კოპოლა თავის მარანში ბრენდის წარმომადგენელს შეხვდა და საათებზე გაესაუბრა.

აუქციონზე ვაჭრობა 11 წუთი გაგრძელდა და ლოტის მოპოვება ანონიმურმა მყიდველმა შეძლო. კოპოლას საათმა ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა; პირველი – ის გახდა F.P. Journe-ის ყველაზე ძვირად შეფასებული საათი და ასევე, დამოუკიდებელი ოსტატის მიერ დამზადებულ ნამუშევართა შორისაც მოხსნა რეკორდი. 

გარდა ამისა, 2017 წლის შემდეგ აშშ-ს არც ერთ აუქციონზე არ გადაუხდიათ საათში ამხელა თანხა, ბოლო რეკორდი Phillips-ს და პოლ ნიუმანის Rolex “Paul Newman” Daytona-ს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ისტორიული აქსესუარი კოპოლას 7 გამორჩეულ საათს შორის ერთ-ერთი იყო. უქმეებზე გამართულ აუქციონზე ეს საათებიც გასხვისდა. 

  • F.P. Journe Chronomètre à Résonance RN (2009) – 584,200$
  • Patek Philippe Calatrava Ref. 3919 (1990) – 87,630$
  • IWC Portugieser Chronograph Ref. IW3714 (2014) – 21,000$
  • Patek Philippe World Time Ref. 5130G (2008) – 88,900$
  • Breguet Classique Ref. 5140BA (2010) – 60,960$
  • Blancpain Répétition Minutes No. 1 (2010) – 91,440$.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g