LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინეთის ავიახაზები“ „წლის ყველაზე საშიში“ რეისისთვის ემზადება.

61

„ფინეთის ავიახაზები“ „წლის ყველაზე საშიში“ რეისისთვის ემზადება. Finnair პარასკევს 13 იანვარს რეის AY666-ს შეასრულებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ლაინერი კოპენჰაგენიდან ჰელსინკში გაფრინდება, ფინეთის დედაქალაქის აეროპორტის ინიციალები კი არის hel, ანუ ქართულად – ჯოჯოხეთი. ამ რეისს ავიაკომპანია ძალიან ხშირად ასრულებს, თუმცა მის მიმართ ინტერესი ყველაზე მეტად პარასკევს, 13-ში იზრდება. როგორც ავიახაზების წარმომადგენელი აცხადებს, მათი მგზავრების უმრავლესობას ცრურწმენა არ აწუხებს და რეისი 666-ის დროს ბორტი, როგორც წესი ყოველთვის სავსეა. თუმცა, ასე არ ფიქრობენ სხვა ავიაკომპანიებში და ისინი რიცხვ 13-ს ძალიან უფრთხიან. მაგალითად, სკანდინავიის ავიახაზებს თვითმფრინავებში მე-13 რიგი საერთოდ არ აქვს.