„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ბოლოს თურქეთი მოახდენს ჩვენი წევრობის რატიფიცირებას. ვიმედოვნებ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტემ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
საული ნიინისტემ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე იმედი გამოთქვა, რომ ანკარა ამას მალე გააკეთებს.
მანვე აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება მთელი ალიანსისთვის სასარგებლო იქნება.
დღეს ისტორიული დღეა: ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი მოაწერეს
„ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთთან გვერდიგვერდ სვლა. შვედეთის წევრობა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საული ნიინისტემ.
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ამ დროისთვის მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთსა და თურქეთს არ მოუხდენია.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა
ანკარა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დაბლოკავს, თუ ისინი პირობებს არ შეასრულებენ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: დადებითი შეხედულებები არ გვაქვს