LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: „საქართველოში მორიგი კოვიდ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი!“

335
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდაფეთქებაა.

ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოში მორიგი კოვიდ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი!

კოვიდ აფეთქება არ არის მარტო საქართველოში ის არის მთელ მსოფლიოში დიახ ის არის იაპონიაში, ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთში და თითქმის მთელ მსოფლიოში თურქმენეთის გარდა, იქ კოვიდი არ არის (ოფიციალურად)…

ის ადამიანები ვინც ვერ მართეს კოვიდი საქართველოში (ერთი პერიოდი მე-7 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში ცუდი მართვის მაჩვენებლით) და პრაქტიკულად მათი მმართველობის უფრო სწორედ არა მმართველობის შედეგად ოფიციალურად 17.000 მეტი ქართველი გარდაიცვალა და რეალურად ეს ციფრი 50,000 გადააჭარბა! ეს ადამიანები ახლა გამოდიან და გვეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის?! ვის აბოლებენ!

ამ ქვეყანაში არანაირი ანგარიშვალდებულების სისტემა არ არსებობს!

?ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?
?კორუფციაზე ვინ აგებს პასუხს?
?არასწორ მკურნალობაზე ვინ აგებს პასუხს?
?არახარისხისნ ჯანდაცვაზე ვინ აგებს პასუხს?
?ვაქცინაციის ჩავარდნაზე ვინ აგებს პასუხს?
?ასეთი დიდი კოვიდ სიკვტილიანობაზე ვინ აგებს პასუხს?

და საერთოდ ვინ რაზე აგებს პასუხს ამ ქვეყანაში გამაგებინეთ!

მაიმუნის ყვავილის პანდემიისთვის ისე ვართ მზად როგორც კოვიდისთვის! ანუ მოუმზადებელი ვართ და ეს არის ფაქტი!” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული – რას ამბობს “ჯანმოს” წარმომადგენელი “მაიმუნის ყვავილზე”

„მოსახლეობას ვამშვიდებ, საპანიკო არაფერია… ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g