LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Flydubai ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს

101

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, 16 ივნისიდან 30 სექტემბრამდე, საავიაციო მიმოსვლა დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი განრიგით ოპერირების ნებართვა 14 თებერვალს მიენიჭა. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

შეგახსენებთ, Flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე 2011 წლიდან ოპერირებს. 2017 წლიდან, ავიაკომპანიამ საავიაციო მიმოსვლა ბათუმის მიმართულებით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, Flydubai ფრენებს დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები