LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება

152
FOLK

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს.

ფოლკლორის  საერთაშორისო  ფესტივალი,  ევროპული  და  ქართული  ანსამბლების ერთობლივი  კონცერტით,   „ბლექ  სი  არენაზე“  2019  წლის 7  სექტემბერს   „ჩექ  ინ  ჯორჯიას“  ფარგლებში გაიხსნება.

შეკვეთილში  მდებარე  არენაზე   მსმენელის  წინაშე  წარდგებიან  ხალხური  სიმღერისა  და ცეკვის  ანსამბლები,  საქართველოდან  და  უცხოეთიდან.  საფრანგეთს  (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს,  იტალიას (სარდინია)  კი – Castelsardo .  საქართველოს  სახელით   მაყურებლის წინაშე  წარდგებიან: „ბერმუხა“  (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა  ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“  და „ქართული  ხმები“ (თბილისი);  ქუთაისის  სიმღერისა  და  ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი  – „ბათუმი“.

ფესტივალის  მიზანია,  ხელი  შეუწყოს  ქართული  ფოლკლორის  პოპულარიზაციასა  და შენარჩუნებას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს.  საქართველო –  მრავალხმიანობის  სამშობლო –  აქციოს  ქართული  და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად.

ფესტივალი  რაჭაში,  ონსა  და  ამბროლაურში  გაგრძელდება , –  გაიმართება  ქართული  და უცხოური  ანსამბლებისა  და  ჯგუფების   კონცერტები.  საქართველოს  წარადგენენ: „ფესვები“ (აჭარა), „შილდა“  (კახეთი); ტრიო „შალვა  ჩემო“ (გურია); „იავნანა“,  „საგალობელი“,  „რაჭა“ (რაჭა); „სალაღობო“ (ლეჩხუმი); „ლილე“,  „ლაგუშედა“ (ზემო და ქვემო სვანეთი): „ძირიანი“,  „ჩვენებურები“ (თბილისი).

რაჭაში ოთხი უცხოური ანსამბლი წარდგება მსმენელის წინაშე: Spartimu (საფრანგეთი),– Castelsardo (იტალია), Koniakow (პოლონეთი),  – Ačkups (ლატვია). რაჭაშივეა  დაგეგმილია  ცნობილი  ეთნომუსიკოლოგების –   პოლო  ვალეხოსა  და  რენატო მორელის სემინარები. უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის, რაჭველ შემსრულებლებთან ერთად, მასტერკლასებს ჩაატარებს ახალგაზრდა რაჭველი ლოტბარი თორნიკე სხიერელი.

ქალაქ  ამბროლაურში  გაიმართება  ადგილობრივ  მეწარმეთა  ეკოლოგიურად  სუფთა აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ქართული მრავალხიამიანობა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური, 2001 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა.

ღონისძიების პარტნიორი: „ლიდერფუდი“

მედიამხარდაჭერა: იმედი, „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, ჟურნალი ოქეი, ჯორჯია თუდეი, მარკეტერ.ჯი, პოპმიუზიკ ჯი, პალიტრანიუსი, ამბები ჯი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g