ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსთაველზე საკვების მიტანას გეგმავენ.
ტელეწამყვანის თქმით, რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხსაც ელოდებიან.
,,ფონდზე 202 ათასი ლარია. ცოტა ხანში საკვებს მივიტანთ რუსთაველზე და ადგილს დავწერთ…რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხს ველოდებით”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.