ჟურნალმა «ფორბსმა“ 2017 წლის ყველაზე გადაფასებული მსახიობები გამოავლინა. პირველ ადგილზე მარკ უოლბერგი განთავსდა. აღნიშნულ დროში მისმა ჰონორარებმა 68 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ უოლბერგის მონაწილეობით სამი ფილმი გამოვიდა, თითოეულმა დახარჯულმა დოლარმა სტუდიას მხოლოდ 4,4 დოლარი მოუტანა.
მეორე ადგილზე კრისტიან ბეილი გავიდა – 6,7 დოლარით, მესამე პოზიცია კი წილად ჩენინგ ტატუმს ერგო 7,6 დოლარით. ხუთეულში დენზელ ვაშინგტონი (10,4 დოლარი) და ბრედ პიტი (11,5 დოლარი) მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს აღნიშნული სიის სათავეში ჯონი დეპი იმყოფებოდა.