LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის მეპატრონეები შეძლებენ, რომ მანქანის მართვა ფეხზე დგომით შეძლონ

187
ford

Ford-მა მოიფიქრა, თუ როგორ უნდა მართონ მძღოლებმა ავტომობილები ისე, რომ დაჯდომა არ მოუწიოთ. დოკუმენტი, რომელიც ჟურნალისტებმა აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოში იპოვეს, საჭის მართვის სხვადასხვა პოზებს მოიაზრებს, მათ შორის ფეხზე დგომას თუ გარედან გადმოკიდებას.

ავტომობილს სახურავი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ დიდი ალბათობით საუბარი ყველგანმავალ Bronco-ზეა. დოკუმენტში გათვალისწინებულია მუხლებზე დგომაც და ბორტს მიღმა გადაწევაც. ანუ, თეორიულად მართვის ელემენტები შესაძლოა საქარე მინის მიღმა იქნეს გადატანილი, რათა მძღოლმა რთული წინაღობები მარტივად გადალახოს.

პატენტის მეორე ნაწილი აღწერს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს რომ ადამიანი ნამდვილად „მართვის ზონაში“ იმყოფება და მისი დახმარებით ელექტრონიკის მნიშვნელოვანი ფუნქციები არ გამოირთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები