LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა აჩვენა, როგორ ცუდად ანათებდნენ ფარები 110 წლის წინ

73

კომპანია Ford-მა საავტომობილო ფარების 6 თაობა გატესტა, დაწყებული 1908 წლის Model T-ს ფარებით. თანამედროვე ავტომობილები კი ”მუსტანგის” ქსენონის ფარებმა წარმოადგინა.

ავტომობილი Ford Model T-ს ფარები, რომელიც 1908 წლიდან 1927 წლამდე 15 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, მძღოლებს ხელით უნდა აენთოთ, მანამ, სანამ გზაზე გავიდოდნენ.

ტესტის მსვლელობისას, გზაზე ავტომობილისგან 12 მეტრში ველოსიპედისტი იდგა. Model T-ს ფარები გზას საერთოდ არ ანათებდნენ.

ასევე, ტესტში 1932 წლის Ford Model Y, 1966 წლის Ford Anglia 105e, 1976 წლის Ford Fiesta, 1994 წლის Ford Mondeo და 2016 წლის Ford Mustang GT მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელის ქსეონის ფარები ჰალოგენურ განათებაზე სამჯერ ეფექტური აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები