LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა მოტოციკლეტთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ახალი სისტემა მოიფიქრა

92

Ford-მა მოტოციკლეტთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ახალი სისტემა მოიფიქრა. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ინოვაციური ელექტრონული სისტემა უკვე დააპატენტა. სიახლე იმ მოტოებისთვისაა გათვლილი, რომლებიც გზებზე, ავტომობილებს შორის გადაადგილდებიან. საქმე ისაა, რომ მსგავსი პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირად აქტუალურია. მოტოციკლეტები ცდილობენ ავტომობილებს შორის მოხერხებულად გაძვრნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან საშიშია. ავტომობილის მძღოლები რიგებს შორის მცირე ზომის ტრანსპორტს არ მოელიან და ასეთ დროს ავარიის რისკი ერთი-ორად იზრდება. ფორდის სისტემა კი წარმოადგენს „ავტომობილის ხედვას“ – ანუ კამერას რომელიც უკან იყურება. კამერას თან რადარებიც ახლავს და ისინი ავტომობილის სიახლოვეს მოძრავ ობიექტებს აფიქსირებენ. ამასთან, სისტემა ავტოდამუხრუჭებასაც გულისმხობს, რაც უსაფრთხოების ნორმებს კიდევ უფრო ზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები