LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა პარიზის ავტოშოუზე დაგეგმილი პრეზენტაცია გააუქმა

37

ამერიკული კომპანია Ford პარიზის ავტოშოუზე Mondial de l’Automobile 2016 რომელიც პირველ ოქტომბერს ჩატარდება, მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის მიზეზად ხელმძღვანელობა წარსადგენი ავტომობილის წარმოების სამუშაოების გაფიკთან ჩამორჩენას ასახელებს. ამასთანავე თვლის, რომ პარიზის ავტოშოუ არც თუ ისე პრესტიჟული ადგილია ახალი ავტომობილის პრემიერისთვის.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ავტოსალონი ერთ-ერთი უმდიდრესი და უმსხვილესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ მასპინძლობს მსოფლიოში პოპულარულ ავტომწარმოებლებს და მათ მიერ წარმოდგენილ უახლეს მოდელებს.

როდის გაიმართება Ford-ის ახალი ავტომობილის პრეზენტაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კომპანიის მესვეურები ამბობენ, რომ ახალი მოდელი შთამბეჭდავი და ძალიან მიმზიდველი იქნება ავტომოყვარულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები