LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mondeo საუკეთესო მეორადი ავტომობილი გახდა

105

Autocar-ის ექსპერტებმა ათი საუკეთესო მეორადი ავტომობილი გამოავლინეს. მეორადი ბაზრის ლიდერი Ford Mondeo გახდა, ბოლო, მეათე პოზიციას კი Mazda RX8 იკავებს.

შეფასების კრიტერიუმებად, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ხელმისაწვდომი ფასი, პრაქტიკულობა, ტექნიკური მახასიათებლები და საერთო მდგომარება გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით Ford Mondeo იდეალური ვარიანტია. მეორე და მესამე პოზიციები Volvo V40-მა და Honda Civic-მა გაინაწილეს, თუკი Volvo ფასისა და კომფორტის გამო ფასობს, Honda Civic ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. ხუთეულში ასევე Opel Corsa და Toyota Yaris შედიან. ათეულში დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: Suzuki Grand Vitara, Skoda Superb, Saab 9-5, Nissan Micra და როგორც აღვნიშნეთ, ათეულს Mazda RX-8 ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები