LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ს სასიკვდილო ავარიის შემდეგ 2,5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს

104
Ford-ს სასიკვდილო ავარიის შემდეგ 2,5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს

Ford-ს სასიკვდილო ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ 2,5 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ავტომწარმოებელი ავტო კატასტროფაში დამნაშავედ ცნო. ოჯახური წყვილი ჯორჯიის შტატიდან 2015 წლის Ford F-250 Super Duty-ით დაიმტვრა: პიკაპი გზიდან გადავარდა, მილს დაეცა და გადაბრუნდა. მგზავრიც და მძღოლიც დაიღუპნენ. ადვოკატმა იმის დამტკიცება შეძლო, რომ მსხვერპლი პიკაპის არა საკმარისად მყარი სახურავის დამსახურება იყო.

მართალია, ავარია 2022 წელს მოხდა, თუმცა ვერდიქტი სასამართლომ მხოლოდ ახლა გამოიტანა. დაზარალებული მხარის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ 1999-2016 წლების Ford F-series დეფექტური და პოტენციური საფრთხის შემცველი სახურავებით იყო წარმოებული. Ford-მა 2022 წელს სხვა ავარიასთან დაკავშირებითაც წააგო სასამართლო, ამ შემთხვევაში საქმე 2014 წელს მომხდარ შემთხვევას ეხებოდა და დაღუპულის ოჯახს 170 მილიონი დოლარი გადაუხადა.

Ford ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ავარია ფატალური შედეგით ავტომობილის გაუმართაობის გამო არ დასრულებულა, თუმცა ექსპერტიზამ საპირისპირო დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებელს 2,5 მილიარდ დოლარიანი ჯარიმა ზედმეტად მაღალ თანხად ეჩვენება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები