LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ყველგანმავალი Bronco-ს „ტონა სპეც-ვერსიას“ გამოუშვებს

125
ford-bronco

Ford აპირებს, რომ Bronco-ს სპეც-ვერსიების აუარებელი რაოდენობა გამოუშვას. ამერიკული კონცერნის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველგანმავლის ხაზი საგრძნობლად უნდა გაფართოვდეს. Bank of America 2023-ის გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას ტოპ-მენეჯერმა დააზუსტა, რომ მარკეტოლოგებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ ყველაზე განსხვავებული გემოვნების მქონე კლიენტებიც კი დააკმაყოფილონ. თაყვანისმცემლებს წინ „ტონა სპეც-ვერსია“ ელით, რომელიც აქტუალურ ხაზს კიდევ უფრო შეავსებს.

Ford Bronco-ს დებიუტი 2020 წლის ზაფხულში შედგა და გასულ წელს ყველგანმავალს ერთდროულად სამი სპეც-ვერსია – Raptor, Everglades და Heritage დაემატა. ავტომწარმოებლის განცხადებით, Raptor-ისა და Heritage-ის მყიდველები ძალიან განსხვავებულები არიან, ზოგიერთ კლიენტს კი თავის ავტომობილში ერთი შეხედვით შეუთავსებელი ხაზების გაერთიანება სურს.

ახალი ინიციატივის მიზანი გასაგებია: გაყიდვების დინამიკით Bronco-მ მთავარ კონკურენტს Jeep Wrangler-ს უკვე გადაუსწრო და სერიული ხაზის გაფართოებით, სხვადასხვა ინტერესების მქონე კლიენტების დაინტერესება და მოგების კიდევ უფრო მეტად გაზრდაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები