ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი მართვის მოწმობის გარეშე დარჩა და გამოცდასაც ვერ აბარებს. 1979 წლის ჩემპიონი და ათგზის გრან-პრის გამარჯვებული ჯოდი შეკტერი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მანქანას აღარ მართავს. მიზეზი მარტივია: სამხრეთაფრიკელი პილოტი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, მართვის მოწმობას კი ვადა გაუვიდა. პილოტს ახლის ასაღებად გამოცდის ჩაბარება უწევს, რასაც იტალიური ენის არ ცოდნის გამო ვერ აკეთებს.
შეკტერმა დახმარებისთვის Ferrari-ს იურისტებს მიმართა – სწორედ ამ გუნდის საჭესთან ყოფნისას მოიპოვა მან საპატიო ტიტული 1970-იან წლებში. მართვის მოწმობის აღების ზოგადი პროცედურა მოიცავს ექვს გაკვეთილს, შემდეგ – თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს იტალიურად.
„ახლა ვსარგებლობ ველოსიპედით ან მძღოლს ვქირაობ“, — ამბობს ჯოდი. „მაგრამ კარგი იქნებოდა, მართვის მოწმობა რომ დაებრუნებინათ. იტალია ავირჩიე ჩემს სამშობლოდ, სწორედ აქ მინდა დავრჩე.“ თუმცა იტალიური ბიუროკრატია რთულად დასაძლევია – ვადაგასული ბრიტანული მოწმობა იტალიურზე გადაცვლას არ ექვემდებარება. გამონაკლისი არ დაიშვება არც ჩემპიონებისთვის.