LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

161
ქეთა ციცქიშვილი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„ფორტუნა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, ქეთა ციცქიშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს „მილიციელებმა“. ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. რუსებო!“ – დაწერა ქეთა ციცქიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g