„მე ვთვლი, რომ 40 წლის შემდეგ ქალი ახალ ძალას იძენს. მან უკვე იცის, როგორ მოუაროს თავს, სწორედ აღიქვას თავისი ნაკლი და საუკეთესო მხარე და საერთოდ... იცის თავისი თავის ფასი“, - განაცხადა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 48 წელი შეუსრულდა.
ჯენიფერ ენისტონი მეუღლეს, მსახიობ ჯასტინ ტერუს შორდება. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, განქორწინების ინიციატორი ენისტონია, რომელიც, როგორც გაირკვა, გადაღებების გამო მუდმივად დაკავებული მეუღლის ლოდინითა და ამით გამოწვეული სკანდალით დაიღალა.