LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს შორდებიან

66

ჯენიფერ ენისტონი მეუღლეს, მსახიობ ჯასტინ ტერუს შორდება. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, განქორწინების ინიციატორი ენისტონია, რომელიც, როგორც გაირკვა, გადაღებების გამო მუდმივად დაკავებული მეუღლის ლოდინითა და ამით გამოწვეული სკანდალით დაიღალა.

ცნობილი ხდება, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა და მათი მეგობრებისთვის ეს დღე მოულოდნელობა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ენისტონმა და ტერუმ 2015 წელს იქორწინეს. მანამდე 2000-დან 2004 წლამდე, ჯენიფერი ბრედ პიტის მეუღლე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები