LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს დაშორდნენ

81

2,5 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ვარსკვლავებმა თავად განაცხადეს .

49 წლის ჯენიფერი და 46 წლის ჯასტინი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებოდნენ, 2012 წლის აგვისტოში ისინი დაინიშნენ, ხოლო 2015 წლის აგვისტოში ქორწილი გადაიხადეს.

„იმისათვის, რომ ჭორებს არ მივცეთ საფუძველი, გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ, რომ ვშორდებით. ეს გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს ერთობლივად მივიღეთ. ჩვენ – ორი მეგობარი ვართ, რომლებმაც ცალ-ცალკე ყოფნა არჩიეს.

ჩვეულებრივ სიტუაციაში, ალბათ ამ ფაქტს საზოგადოებაში არ გამოვიტანდით, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ამბავს შესაძლოა სხვადასხვაგვარი კუდი მოაბან, გადავწყვიტეთ, რომ სიმართლე პირდაპირ გვეთქვა“, – ნათქვამია წყვილის ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები