რამდენიმე დღის წინ ქსელში ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს დაშორების შესახებ დაიწერა. ინსაიდერების თქმით, დაშორებამდე ენისტონმა ბრედ პიტს დაურეკა და ოჯახში შექმნილ პრობლემებზე ესაუბრა. დღეს კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩანს, მსახიობი ტერუს ოფიციალური მეუღლე არასოდეს ყოფილა.
საქმე იმაშია, რომ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ არანაირი ინფორმაცია ლოს-ანჯელესის არც ერთ ორგანოში არ მოიპოვება, თუმცა ცერემონია ბელ-ეირში 2,5 წლის წინ გაიმართა. თუმცა, რასებობს ვარაუდი, რომ ჯენიფერმა და ჯასტინმა დოკუმენტები სხვაგან გააფორმეს, ცერემონია კი ლოს-ანჯელესში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დააკანონა.