LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის ჯენიფერ ენისტონი საუკეთესო ფორმაშია (ფოტო)

86

„მე ვთვლი, რომ 40 წლის შემდეგ ქალი ახალ ძალას იძენს. მან უკვე იცის, როგორ მოუაროს თავს, სწორედ აღიქვას თავისი ნაკლი და საუკეთესო მხარე და საერთოდ… იცის თავისი თავის ფასი“, – განაცხადა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 48 წელი შეუსრულდა.

ასაკის მიუხედავად ის არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას ყოველწლიური გამოკითხვებიც ადასტურებს – მამაკაცების ჟურნალების სექსუალური ქალების რეიტინგში ენისტონი მუდმივად ხვდება.

რამდენიმე წლის წინ ის ცოლად მსახიობ ჯასტინ ტერუს გაყვა. ხანდახან მედია წერს, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემები აქვს, თუმცა ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად მზიან სანაპიროზე ისვენებს, საპირისპიროს ამტკიცებს – ჯენიფერი იდეალურ ფორმაშია, ხოლო მისი და ტერუს ურთიერთობა ბედნიერების დეფიციტს არ განიცდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები