ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული წყვილი - ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი, ტყუპების მშობლები გახდნენ. 42 წლის მომღერალს და 36 წლის ჩოგბურთელს ქალიშვილი და ვაჟიშვილი 16 დეკემბერს, მაიამიში შეეძინათ. პატარებს ლუსი და ნიკოლასი დაარქვეს.
74 წლის მიკ ჯაგერი 22 წლის შეყვარებულს დაშორდა. მიზეზად 1 წლის ვაჟიშვილისთვის მეტი დროის დათმობა სახელდება, რომელიც მას 30 წლის ბალერინამ, მელანი ჰემრიკმა გაუჩინა.
ჟურნალმა „ფორბსმა“ 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გამოავლინა. ეს ტიტული ჯერემი რენერმა დაიმსახურა. გამოცემის ცნობით, თითოეულ დახარჯულ დოლარზე რენერმა სტუდიებს 93,8 დოლარი მოუტანა.