ჟურნალმა Variety 2017 წლის საუკეთესო ალბომები გამოავლინა. საუკეთესო ათეულში ჯეი ზის „4:44“, კენდრიკ ლამარის „Damn“ და ჰარი სტაილზის ახალი ალბომი მოხვდა.
ამას გარდა, ტოპ-20-ეულში მოხვდნენ ტეილორ სვიფტი დისკით „Reputation“, ჯგუფი Migos დისკით „Culture“, ვინს სტეიპლსი ფირფიტით „Big Fish Theory“ და სხვა მუსიკოსები.