დასავლური ტაბლოიდების ცნობით, 68 წლის რიჩარდ გირმა საყვარელ ქალს, ესპანელ ჟურნალისტს, ალეხანდრა სილვას ხელი სთხოვა.
წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. აღსანიშნავია, რომ მათ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა – სილვა საყვარელ მამაკაცზე ახალგაზრდა 34 წლით არის. პაპარაცებმა ჟურნალისტის თითზე უკვე შენიშნეს ნიშნობის ბეჭედი.
შეგახსენებთ, რომ წარსულში გირი ორჯერ იყო დაქორწინებული: 1991-1995 წლებში სუპერმოდელ სინდი კროუფორდზე და 2002-2016 წლებში მსახიობსა და მოდელზე, კერი ლოუელზე.