LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ალბომი, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერში შედგება (ფოტო)

192
tiko (1)

,,ბიბისიმ” უახლესი ალბომების სია გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოება სექტემბერში შეაფასებს. ნატაშა ხანი, პოსტ მელოუნი, გოგონების სუპერჯგუფი The Highwomen, იგგი პოპი, ლიამ გალაჰერი, კენიუ ვესტი, მაილს დევისი, მაჰალია, ჩარლი XCX და Pixies – მაშ ასე, ფორტუნა პლიუსი იმ ალბომების სიას და აღწერას გთავაზობთ, რომლებიც დღის შუქს, აღნიშნულ თვეში იხილავენ.

ნატაშა ხანი – Bat for Lashes

2016 წლის ალბომის „The Bride” შემდეგ, ნატაშა ხანი ახალი ალბომით, „Bat For Lashes“ ბრუნდება. ხანი გვაცნობს ვინმე ნიკი პინკს, რომელიც უცნაურ პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, „სადაც მძარცველი ბაიკერების ბანდები  ქუჩებს აოხრებენ, თინეიჯერები ზედ მანქანებზე სხდებიან და ძლევამოსილი ქალური ენერგია გვიპყრობს და გვიზიდავს მისკენ“. ალბომი თავდაპირველად ფილმის საუნდტრეკებად შეიქმნა, გავლენა კი ოთხმოციანი წლების პოპ მუსიკამ და ვამპირულმა ფილმებმა იქონია.

 

პოსტ მელოუნი Hollywood’s Bleeding

შედარებით მშვიდი და წყნარი წელიწადის შემდეგ, რეპერი, 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentley-ის მემკვიდრე ალბომის გამოშვებას აპირებს. ინფორმაცია სიმღერების შესახებ ჯერ გავრცელებული არ არის, თუმცა მუსიკოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანების ვინაობა გაგვანდო, რომლებმაც ალბომის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. ესენი არიან: ოზი ოსბორნი, ტრევის სკოტი, მიკ მილი, იანგ თაგი და SZA. მესამე სინგლი, „Circles“  ბალადის ახალი სტილის მიმართულებას გვაცნობს.

 

The Highwomen – The Highwomen

ქანთრის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსების, ბრენდი კარლაილის, ნატალი ჰემბის, მარენ მორისისა და ამანდა შაირის მიერ დაკომპლექტებულმა სუპერ ჯგუფმა The Highwomen, ამ წლის “ნიუპორტ ფოლკ-ფესტივალი” დებიუტით დახურა. ალბომში მოწვეულ მუსიკოსებთა შორის შერილ კოლბი, ჯეისონ ისაბელი და იოლა არიან. ჯგუფის პირველი ორი სინგლი Women და Crowded Table ივლისში გაჟღერდა. კომპოზიცია The Highwomen ლეგენდარული მუსიკოსის, ჯიმი უებბის თანაავტორობით შეიქმნა, იგი ვებბის სიმღერის Highwayman-ის რიმეიქია, რაც ჯონი ქეშის, უეილონ ჯენინგსის, უილლი ნელსონის და კრის კრისტოფერსონის სუპერჯგუფის სახელი იყო.

 

იგი პოპ – Free

პანკის ნამდვილი ველური ბავშვი დაბრუნდა და ამჯერად ის ძალიან მაგრად ერთობა. იგგის მეთვრამეტე სტუდიური ალბომი ყოველ მხრივ გასაოცარია. ტეხასელი-ჯაზ მესაყვირე ლერონ თომასი და გიტარისტი ნოველერი პროექტში ახალი სულის ჩამდგემელებად ჩაერთვნენ. სიმღერა The Carmps-ის დროინდელ თრეშ-როკს მოგაგონებთ.

 

ლიამ გალაჰერი – Why Me? Why Not

ოაზისის ყოფილი ფრონტმენი, პროდიუსერ ენდრიუ უაიტსა და გრეგ კურსტთან გაერთიანდა. სინგლში „Shockwave“ აქცენტები გიტარასა და ჰარმონიკაზეა გაკეთებული. ალბომში ასევე  მისი 18 წლის შვილი ჯინია წარმოდგენილი, რომელიც ტრეკში „One Of Us“ ბონგოზე უკრავს. ალბომზე ავტობიოგრაფიული ფილმია მიბმული, რომელშიც მისი ცხოვრებაა აღწერილი, ყველაფერი, რაც ოაზისიდან წამოსვლის შემდეგ მოხდა.

 

კენიუ ვესტი –  Jesus is King

ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, თუ კიმ კარდაშიანს დავუჯერებთ, კენიუ ვესტის ახალი ალბომი დღის შუქს, ამ თვეში იხილავს. ამის თქმის საფუძველს კიდევ ერთი რამ გვაძლევს, რეპერის სიმღერა  Water“  სწორედ 2019 მოვისმინეთ, ამიტომ სარწმუნოა, რომ აღნიშნულ სიმღერას ალბომის პრემიერაც მოჰყვება.

 

მაილს დევისი – Rubberband 

უცნობი სტუდიური ალბომი ჯერ კიდევ 1985 წელს ჩაიწერა, როდესაც მაილს დევისი კოლუმბიის ლეიბლიდან “Warner Bros Records“-ში გადავიდა. ალბომი ორიგინალური პროდიუსერების, რენდი ჰოლომისა და ზეინ ჯეილსის მიერ იქნა აღდგენილი. სოლო პარტიები ელ ჯეროსა და ჩაკა ჰანს უნდა შეესრულებინა, თუმცა საბოლოოდ მას ლალა ჰეთუვეი და ლედისი ასრულებენ. ალბომის მათავარი სიმღერაა Rubberband Of Life.

 

მაჰალია – Love and Compromise

მუსიკალური ჩარტების სათავეებში, ხანგრძლივი დროის გატარების შემდეგ, მაჰალიას საკმაოდ ღირსეული, გამჭრიახი და მოხერხებული მუსიკოსის რეპუტაცია აქვს. მისგან სიახლეებია მოსალოდნელი, ახალ ალბომში ისეთი ჰიტებია შესული, როგორიცაა Sober და I Wish I Missed My Ex. ალბომში შესულ ერთ-ერთ ტრეკში Hide Out კი 1982 წელს ჩაწერილ ერთა კიტის ინტერვიუს მოისმენთ.

 

ჩარლი XCXCharli

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ჩარლის ბოლო ალბომის, ხმაურიანი პრემიერის შემდეგ 5 წელი გავიდა. ალბომი 5, რეტრო სტილის ტრეკისგან შედგება. მუსიკოსმა სწორედ 89-90-იანი წლების ჟანრით გაითქვა  სახელი. ჩარლის განცხადებით, ახალი ალბომი, პირველი ალბომის ერთგვარი გაგრძელება იქნება.

 

Pixies Beneath the Eyrie

მუსიკალური კოლექტივი Pixies, დებიუტის აღსანიშნავად, რომელიც 1988 წელს შედგა, ახალ ალბომს უშვებს, რომელიც აკუსტიკური ჟღერადობიათაა დატვირთული. ცნობისთვის, სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა მოახდინა გავლენა მაილი საირუსის შემოქმედებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები