ჯენიფერ ლოპესისთვის 2022 წელი მართლაც საოცარი იყო. ის ბოლოსდაბოლოს თავის ოცნების მამაკაცს, ბენ აფლეკს გაჰყვა ცოლად, თან ეს ყველაფერი მრავალწლიანი განშორების შემდეგ მოხდა. წლის მიწურულს 53 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ვიდეო კოლაჟი გაავრცელა, რომლითაც გასული წელი შეაჯამა და გამომწერებს აქამდე უცნობი კადრებიც გაუზიარა.
„2022 წელი იყო საუკეთესო, ერთი სული მაქვს მომავალი წელიც ასეთივე კარგი იყოს“, – წერს ლოპესი.
„ჩვენთან ახლა სამჯერ მეტი ადამიანი იყო“ – ჯეი ლო გვიყვება, როგორ გაატარა შობა ბენთან ერთად