წელს ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ცოლ-ქმრის სტატუსით ახალ წელს პირველად შეხვდებიან. წყვილმა ნაძვის ხე უკვე შეიძინა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, „ბენიფერი“ მაინც ახერხებს დროის ერთად გატარებას.
53 წლის ჯეი ლო და 50 წლის ბენი ლოს-ანჯელესში, „სტარბაქსიდან“ გამოსვლის დროს გადაიღეს. ბენს კუბოკრული პერანგი ეცვა, ჯეი ლოს კი საახალწლო პრინტიანი სვიტერი. ისინი ჩახუტებულები მისეირნობდნენ, უღიმოდნენ ერთმანეთს და ემოციებს ვერ მალავდნენ.
მისტერ და მისის აფლეკების პირველი შობა – „ბენიფერის“ შერეული ოჯახი ნაძვის ხეს არჩევს