ირინა შეიკს საკმაოდ დატვირთული დეკემბერი ჰქონდა. მან არაერთ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. გასულ კვირას მექსიკაში იმყოფებოდა, შემდეგ კი პარიზში ჩაფრინდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ზღაპრულ სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გაგვიზიარა.
„2023 წლამდე სულ რამდენიმე მზის ჩასვლა დარჩა“, – ასე დაასათაურა ულამაზესი ფოტოები მოდელმა, სადაც ნარინჯისფერი ბიკინით პოზირებს.
ახლახან კი ვარსკვლავმა სანტას ფორმაში გადაღებული სელფი და ნაძვის ხის ფოტო გაავრცელა. ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ ირინა ბრედლი კუპერთან ერთად ეგზოტიკურ კუნძულზე იმყოფება.
კუპერი-შეიკის იდილია – ფოტოები, რომლებიც წყვილის ოჯახურ ბედნიერებაში დაგარწმუნებთ
„ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის მეორე შვილი გზაშია“ – დასავლური მედია