LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუპერი-შეიკის იდილია – ფოტოები, რომლებიც წყვილის ოჯახურ ბედნიერებაში დაგარწმუნებთ

168
sdfsfdfg

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან. ეს ფაქტი საზოგადოებისთვის სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს. ინსაიდერის ცნობით, 35 წლის მოდელი მეორე შვილის გაჩენას გეგმავს.

„ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის მეორე შვილი გზაშია“ – დასავლური მედია

ამჯერად წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში 5 წლის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად გადაიღეს. ბრედლი და ირინა ხელიხელჩაკიდებულები მისეირნობდნენ, ბრედლის ქალიშვილი ხელში ჰყავდა აყვანილი. მათი ოჯახური ფოტოები მართლაც შთამბეჭდავია და კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ ისინი ერთად საოცრად ბედნიერები არიან.

მოდელი მაკიაჟის გარეშე იყო წარმოდგენილი. მას სპორტული ორეული და შავი ფერის ფეხსაცმელი ამშვენებდა. ბრედლის ნაცრისფერი ჰუდი ეცვა, მის „ლუქს“ კი მხიარული, წითელი ქუდი ასრულებდა, რომელსაც „love“ ეწერა.

მზერით ყველაფერი ნათქვამია – ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის მორიგი რომანტიკული გასეირნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები