LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 მარტს პირველი ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

163
26406988-0-image-m-31-1585163654542

ასეთი ერთიანი მსოფლიო ჯერ არასდროს ყოფილა, ლეგენდარული ვარსკვლავები ონლაინ პრეფორმანსებს მართავენ და საზოგადოებას თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდს უმარტივებენ, ასევე საქველმოქმედო ფონდში კორონავირუსთან საბრძოლველად პირადი ანგარიშებიდან თანხებს რიცხავენ.

ვიდეო: ჯეიმს კორდენი ახალი ონლაინ შოუსთვის ვარსკვლავებს მთელი მსოფლიოდან კრებს

პირადპირ ჯეიმს კორდენის აფტოფარეხიდან „ტაქსი კარაოკეც“ გაიმართება, როგორც ჩანს წინ საოცარი სანახაბოა გველის

ახლა კი Rollingstone-ის ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ვარსკვლავები covid 19 -ის წინააღმდეგ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ კონცერტი. მასში მონაწილეობას ისეთი მუსიაკლური არტისტები მიიღებენ, როგორებიც ელტონ ჯონი, მერაია ქერი, ბილი აილიში, ალიშა ქისი და სხვა ვარსკვლავები არიან…

მუსიკოსები ერთ საათიან შოუს საკუთარი სახლებიდან, 29 მარტს გამართავენ. შოუ ტელეკომპანია „ფოქსის“ ეთერში გავა, კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა კი  კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.