როგორც ცნობილია, 42 წლის კიმ კარდაშიანი მალიბუს სანაპიროზე გადაღებებით არის დაკავებული. 4 შვილის დედა ვარდისფერ ბიკინიში უკვე გადაიღეს. ის კვლავინდებურად შესანიშნავ ფორმაშია. ახლახან სანაპიროდან მორიგი ფოტოები გავრცელდა.
ამჯერად კიმმა მთლიანი, „შიშველი საცურაო კოსტიუმი“ მოირგო. კანისფერი ქსოვილისგან შექმნილი კოსტიუმი ისე გამოიყურებოდა, თითქოს რეალითი შოუს ვარსკვლავი მართლაც შიშველი იყო.
„კიმის სავიზიტო ბარათი კვლავ ფორმაშია“ – 4 შვილის დედა მალიბუს სანაპიროს იპყრობს